|
2021-02-25 14:33:01, 544 ნახვა
პოლიტიკა
ჩვენ კრიტიკას, დიდი ბოდიში და, უარს ვერ ვეტყვით - გია ვოლსკი ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ფორმულას“ ჟურნალისტზე, ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება კრიტიკაზე უარს ვერ იტყვის. მისი თქმით, ვისაც აქვს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, მან არა თუ თავდასხმა განახორციელოს, საუბარშიც კი გაცილებით თავშეკავებული უნდა იყოს. „ჩვენ კრიტიკას დიდი ბოდიში და უარს ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ისეთივე სრულუფლებიანი მოქალაქეები ვართ, ამ ქვეყნის, როგორიც თქვენ ხართ, მაგრამ თქვენი კრიტიკა ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად უსაფუძვლო, დამოკიდებულება ადამიანურიდან დაწყებული, დამთავრებული საქმიან დამოკიდებულებაზე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ვინც თავს დაესხმევა ამ კონტექსტში, თქვენ ან ჩვენ წარმომადგენელს, თქვენი პოლიტიკური მხარდამჭერების მხრიდან ვამბობ, არის სწორედ ის, რაც დისკრედიტაციას უკეთებს პოლიტიკურ პარტიას. თავდამსხმელები, აგრესორები, დღესდღეობით ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის გარშემო. ვისაც ჩვენს მიმართ აქვს გარკვეული მხარდაჭერა, იმან რასაკვირველია არა თუ არ უნდა გააკეთოს თავდასხმა ან რაიმე აგრესიული მოქმედებებით შეურაცხყოს ჩვენი პოლიტიკური პრინცები, საუბარშიც კი უნდა იყოს გაცილებით თავშეკავებული, ვიდრე თქვენი პოლიტიკური წარმომადგენლები არიან ამ პოლიტიკურ ასპარეზზე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ დღეს ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტ ვახო სანაიას დღეს თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავა.
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)