16:17 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-25 10:38:26, 596 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციას ვურჩევ, დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაბრუნდეს პარლამენტში

„ოპოზიციას ვურჩევ, დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაბრუნდეს პარლამენტში“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც თალაკვაძე ამბობს, ქვეყანში შექმნილი პოლიტიკურ პროცესებიდან გამოსავალი ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლაა.

„მე ვურჩევ ოპოზიციას, რომ დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ხალხის სამსახურს, დაბრუნდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში ამ ვითარებიდან გამოსავლად მიმაჩნია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც აირჩია ჩვენი საზოგადოების ნაწილმა, ჩაერთოს დისკუსიაში, დისკუსია გადავიტანოთ პარლამენტი და იქ ვიმუშაოთ მთავარ საკითხებზე.

ვფიქრობ, პარლამენტში შევძლებთ ყველა მთავარ საკითხზე შეთანხმებას და შევძლებთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობა მთლიანად იყოს ორიეტირებული საზოგადოების ინტერესებზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics