|
2021-02-23 16:03:29, 640 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - ამ ვირიშვილებმა აიღეს და დაარბიეს ქვეყანა, მაგრამ ბრძოლა ციხიდან იწყება
ჩვენ გავუშვით ხელი ნიკა მელიას იმიტომ, რომ ჩვენი შვილია, მაგრამ ბრძოლას არ შევწყვეტთ, ბრძოლა ახლა იწყება, - ამის შესახებ „ევროპული საქარტელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, თავისუფლებას ვერავინ ვერ გააჩერებს, ის ყველაფერს გადაჯეგავს და თავის გზას იპოვის. „დღეს არ არის კარგი დღე. დღეს არის 23 თებერვალი საბჭოთა არმიის მე-11 დამპყრობელი არმიის დღე, რომელიც ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა ასე აღნიშნა. დღეს არის დღე, როდესაც საქართველოში გაფორმდა დიქტატურა. დიახ, დიქტატურა იწყება სწორედ ასე, მაგრამ მთავრდება ძალიან ცუდად. თავისუფლებას ვერავინ ვერ გააჩერებს, თავისუფლება წყალივითაა, რომელიც ყველაფერს გადაჯეგავს და თავის გზას იპოვის. ეს უმსგავსო ხალხი დგას ახლა და ტელევიზორში ქირქილებს. თუ მაგრად იყავით რატო ვერ დაიცავით და რაღაც მსგავს ბოდვებს ახმოვანებენ. მინდა შეგახსენოთ, ალბათ ყველას გაქვთ ნანახი „კავკასიური ცარცის წრის“ ყველაზე ცნობილი ეპიზოდი, როდესაც ვერ არკვევენ ბავშვის მშობლები თუ ვისი ბავშვია და ორივე აქეთ-იქით ხელზე ექაჩება. ბავშვი გახლეჩის პირასაა და ერთი მხარე გაუშვებს ხელს, მშობელი სწორედ ის იქნება. გუშინ ღამე ჩვენ შევიკრიბეთ ნიკას თხოვნით. ნიკამ გვთხოვა ყველას, სხვა პარტიის წევრებს, რომ არ მინდა ჩემს გამო თუნდაც იოტისოდენა ადამიანი დაშავდესო. წარმოდგენაც არ მინდა, რომ ჩემ გამო ვინმე აქ დაიღუპოსო, ციხეში წყნარად ვერ ვიჯდები თუ ჩემ გამო ვინმე დაზარალდებაო. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, როცა ისინი მოვლენ, ტაში დაუკარითო. მან ხელი გაუშვა იმიტომ, რომ საქართველო ჩვენი შვილია, საქართველო სახელმწიფოა. ამ ვირიშვილებმა აიღეს და დაარბიეს ეს ქვეყანა, დაანგრიეს ეს ქვეყანა. ჩვენ გავუშვით ხელი იმიტომ, რომ ჩვენი შვილია, მაგრამ ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ. ეს ბრძოლა ახლა იწყება, ეს ბრძოლა ციხიდან იწყება და გამარჯვებით დამთავრდება. ციხე არ კლავს, ციხე აძლიერებს, ნიკა მელია მალე გამოვა და ჩვენთან ერთად გაათავისუფლებს ამ ქვეყანას.“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)