01:58 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 20:30:46, 668 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას 21 ივნისამდე გეგმავს

დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას 21 ივნისამდე გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ოთხ ეტაპიანი გეგმა წარადგინა. ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი 8 მარტიდან დაიწყება.

პირველ ეტაპზე გაიხსნება სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები, 29 მარტს სპორტული დარბაზები და აუზები, თუმცა დასაქმებულების ნაწილი საქმიანობას დისტანციურად გააგრძელებს.

დიდ ბრიტანეტში კომენდანტის საათის გაუქმებაც დროზე ადრე იგეგმება, 12 აპრილიდან კომედანტის საათის მოხსნასთან ერთად გაიხსნება მაღაზიები და სილამაზის სალონები.

მესამე ეტაპი 17 მაისს დაიწყება და მასობრივი შეკრებები ნებადართული იქნება, ხოლო ბოლო ეტაპზე ქვეყანაში ყველა შეზღუდვა მოხსნილი იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics