11:35 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-18 17:08:03, 765 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - მალე აღვადგენთ წესრიგს, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის

ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს, რომელიც აუცილებელია, რათა ქვეყანამ განაგრძოს ნორმალური, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

„ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, უდიდესი პატივი, რომ უკვე დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

ჩვენი ქვეყნის წინაშე უამრავი გამოწვევაა, პირველ რიგში კოვიდპანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუღჭირე, მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს და ამისთვის ვართ მონდომებულნი, რომ სწრაფად მოვუგვაროთ მოსახლეობას პრობლემები.

ჩვენ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics