23:28 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-13 12:05:40, 686 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპის ადვოკატი - ყოფილი პრეზიდენტისთვის წაყენებული ბრალდება ამაზრზენი ტყუილია

„აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის წაყენებული ბრალდება „ამაზრზენი ტყუილია“, - ამის შესახებ ადვოკატებმა აშშ-ის სენატში მტკიცებულებების წარდგენისას განაცხადეს.

სხდომაზე წარმოდგენილი იყო ვიდეო და აუდიო კადრები. დემოკრატების განცხადებით, ტრამპმა არაფერი გააკეთა იმ დღეს, რომ ამბოხი არ მომხდარიყო. დემოკრატები ასევე ამტკიცებდნენ, რომ გამამართლებელი განაჩენი კონგრესზე განმეორებითი შეტევა იქნება.

იურისტმა მაიკლ ვან დერ ვეენმა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საქმის წარმოებას დემოკრატების მიერ „პოლიტიკურად მოტივირებულ ჯადოქრებზე ნადირობა“ უწოდა.

ტრამპს ადანაშაულებენ 6 იანვარს კაპიტოლიუმში არეულობების წაქეზებაში, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებას უარყოფს.

რესპუბლიკელთა უმეტესობამ აღნიშნა, რომ ისინი ხმას არ მისცემენ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics