13:19 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-01 23:32:23, 691 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე - პოლიტსაბჭომ მიიღო მყარი და მკაფიო გადაწყვეტილება, რომელიც ხვალ გახდება ცნობილი

„პოლიტსაბჭომ მიიღო მყარი და მკაფიო გადაწყვეტილება, რომელიც ხვალ გახდება ცნობილი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვიდრე, საპარლამენტო უმრავლესობა არ დაადასტურებს, ამას მხოლოდ გადაწყვეტილების პროექტი ერქმევა.

„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, პოლიტსაბჭოს მოსაზრება წარვუდგინოთ საპარლამენტო უმრავლესობას, ფრაქცია „ქართულ ოცნებას“.

მას შემდეგ გახმოვანდება გადაწყვეტილება, რაც საპარლამენტო უმრავლესობა ან დაუჭერს მხარს ამ პროექტს ან საპირისპირო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ყოველ შემთხვევაში, პოლიტსაბჭოში არის უკვე მისი უმრავლესობით ჩამოყალიბებული მყარად აზრი, თუმცა მის გახმოვანებას ერთადერთი მიზეზით არ ვაპირებთ, ამას სჭირდება თანხმობა საპარლამენტო უმრავლესობისთვის.

ხვალამდე ვიდრე, საპარლამენტო უმრავლესობა არ დაადასტურებს, ამას გადაწყვეტილებას ვერ დავარქმევთ, უბრალოდ გადაწყვეტილების პროექტია.

თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ დღეს პოლიტსაბჭომ გარკვეული პოზიცია მყარად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics