13:18 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-01 20:01:38, 684 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - საზოგადოება უნდა გვენდოს, როგორც აქამდე გვენდობოდა

„საზოგადოება უნდა გვენდოს, როგორც აქამდე გვენდობოდა“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს გააჩნია გრძელვადიანი პერსპექტივა, რომელიც 4-5 წელზეა გათვლილი.

„ჩვენი შედარებით გრძელვადიანი პერსპექტივა უახლოესი 4-5 წელიწადია, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი გამართლდება და საქართველო კვლავაც იქნება ლიდერი რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით.

ჩვენი საშუალოვადიანი გათვლაა, რომ ამ წლის ბოლომდე აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი, გაჯანსაღება დაიწყოს და გავიდეთ პოზიტიურ ზრდაზე, რომელსაც ვვარაუდობთ.

ჩვენი მოკლევადიანი გათვლაა, უახლოეს პერიოდში, გაზაფხული-ზაფხულზე შევძლოთ, ვუმასპინძლოთ ძალიან ფრთხილად ვაქცინირებულ და ტესტირებულ ტურისტებს, ეს არის ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ.

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გახდეს შესაძლებელი და ჟანგბადი ჩაისუნთქოს ტურისტულმა ინდუსტრიამ, და არამარტო ერთ, არამედ სხვა რეგიონებშიც.

აქედან გამომდინარე, უნდა გვენდოს საზოგადოება, როგორც აქამდე გვენდობოდა და შედეგიც დაინახა, რომ ჩვენ ვმართავთ ამ სიტუაციას. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით გაგვიჭირდა მეორე ტალღის დროს, მაგრამ ესეც ავიყვანეთ კონტროლქვეშ, სწორედ აქეთკენ არის ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება მიმართული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics