21:14 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-27 19:10:32, 755 ნახვა

სამართალი
ივერი მელაშვილის ადვოკატს აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო პატიმრობის მოხსნასთან დაკავშირებით შუამდგომლობას გაითვალისწინებს

„გვაქვს შუამდგომლობა პატიმრობის მოხსნასთან დაკავშირებით და მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს ჩვენს პოზიციას“, - ამის შესახებ ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განაცხადა.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, არსებული მტკიცებულებებით კარტოგრაფების პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობს.

„დღევანდელი ვიზიტი ეხებოდა ხვალინდელ პროცესს, იგივე აღკვეთის ღონისძიების და იმ შუამდგომლობის, რაც ჩვენ უნდა დავაყენოთ მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით. მელაშვილი მზადაა გამოყენებული იყოს ნებისმიერი ღონისძიება აღკვეთის, პატიმრობის გარდა.

არსებული მტკიცებულებებით ნამდვილად არ არის საფუძველი პატიმრობის, აქედან გამომდინარე, გვაქვს შუამდგომლობა პატიმრობის მოხსნასთან დაკავშირებით და მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს ჩვენს პოზიციას“, - განაცხადა ადვოკატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics