|
2021-01-22 12:13:17, 584 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალური შეხვედრების გამართვას არ გეგმავს
ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალური შეხვედრების გამართვას არ გეგმავს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, იქით მიდის საქმე, რომ „მოქალაქეებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის რაღაც შეთანხმება შედგება. „პოლიტიკაში ყველა საკუთარ გზას ირჩევს, შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებენ ინდივიდუალურად. რა შედეგს მოიტანს ეს შეხვედრა მე მგონი ამას საზოგადოება განსჯის. რაც შეეხება ოპოზიციას,, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, ჩვენ არ ვაპირებთ „ქართულ ოცნებასთან ინდივიდუალური შეხვედრების გამართვას. ერთადერთი ფორმატი, რომელიც არსებობს დღეს „ქართულ ოცნებასთან“ სასაუბროდ, ეს არის ჩვენი მეგობარი ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები. სავარაუდოდ იქით მიდის საქმე, რომ რაღაცა შეთანხმება მათ შორის შედგება, არ დაიწყებოდა ალბათ ისე ეს საუბარი, თუმცა ეს ოპოზიციის გეგმებს არ ცვლის“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)