23:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-19 22:13:09, 829 ნახვა

სამართალი
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვახტანგ ახვლედიანი დაიკითხა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესზე, ვახტანგ ახვლედიანი მოწმის სტატუსით დაკითხეს.

როგორც ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი აცხადებს, საქმის მთავარ მოწმეს, ახვლედიანს, არ დაუნახავს ძირითადი ფაქტები, რაზეც მტკიცებულებები მყარი იქნება.

„მთავარი არის ის, რომ ახვლედიანს არ დაუნახავს, არ არის შესაძლო ძალადობის შემსწრე. მას არ გაუგონია შაქარაშვილის დახმარების თხოვნა, ყვირილი და ა.შ. არ დაუნახავს წყალში დახრჩობა.

შესაბამისად, იგი არანაირ ინფორმაციას არ ფლობს, ისევე როგორც სხვა მოწმეები.

მოწმე ვერ ჩამოყალიბდა პოზიციებზე, რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება. დაგვეთანხმა, რომ მას უკან არ გაუხედავს და ისე ჩავიდა, ვერ ხედავდა, ვინ მისდევდა, თუმცა მეორე ნაწილში აღნიშნა, რომ სამი პირი მისდევდა. თუმცა იდენტიფიცირება არ მოუხდენია.

მთლიანობაში ეს მტკიცებულება დაუშვებელი მტკიცებულებაა. დაუშვებელი რომც არ იყოს, მისი გაზიარებით ვერაფერი დგინდება.

ეს სამი პიროვნება, შესაძლოა, ყოფილიყო პატარა ასაკის, თუმცა, როდესაც დავუსვი შეკითხვები, როგორ მოხდა ასაკის იდენტიფიცირება, ამაზე პასუხი არ ჰქონია“,- განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics