13:16 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-17 17:36:28, 612 ნახვა

მსოფლიო
გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ირანს ურანის 20%-ით გამდიდრების პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ირანს ურანის 20%-ით გამდიდრების პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ და 2015 წლის ბირთვული შეთანხმების წესების დაცვას ურჩევენ.

ამის შესახებ ინფორმაციას, Radio Free Europe ავრცელებს.

სამი ქვეყნის საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ირანს მკაცრად ურჩევენ დაუბრუნდეს შეთანხმების მიხედვით ნაკისრ ვალდებულებებს.

”ჩვენ მკაცრად ვურჩევთ ირანს, შეწყვიტოს ეს საქმიანობა და დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს ერთობლივი სამოქმედო გეგმის შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებს, თუ იგი სერიოზულად აპირებს ამ შეთანხმების შენარჩუნებას”, - ნათქვამია საფრანგეთის, ბრიტანეთისა და გერმანიის ერთობლივ განცხადებაში.

„ურანის ლითონის წარმოებას აქვს სერიოზული სამხედრო გავლენა“, - ნათქვამია განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების თანახმად, ირანმა აიღო ვალდებულება არ ჩაერთოს ურანის წარმოებაში.

შეგახსენებთ, 4 იანვარს ირანმა ურანის 20%-მდე გამდიდრების პროცესი დაიწყო.

თუმცა ოფიციალური თეირანი აცხადებს, რომ ის ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გეგმავს და მისი ეს საქმიანობა მკაცრად სამოქალაქო ხასიათისაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics