17:34 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-17 13:29:26, 722 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - თებერვლიდან რეგულაციების მოხსნას ან შემსუბუქებას ცალსახად ვემხრობი

„თებერვლიდან რეგულაციების მოხსნას ან შემსუბუქებას ცალსახად ვემხრობი“, - ამის შესახებ  ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოქმედ რეგულაციებზე კონტროლის გამკაცრება უნდა მოხდეს.

„სტაბილიზაცია აშკარად არის. იყო დღეში 4-5 ათასამდე შემთხვევები, მიუხედავად იმისა, რომ ტესტირება გაიზარდა, ახლა შემთხვევების რაოდენობა არის 1000-მდე.

ქვეყანაში სიტუაცია დამშვიდდა, კლინიკური სექტორი არც თუ ისე სახუმარო რაოდენობას, დღეში 1200 ახალ ავადმყოფს უმკლავდება ისე, რომ მოსახლეობას არავითარი დისკომფორტი არ ექმნება.

მე ცალსახად ვემხრობი პირველი თებერვლიდან შეზღუდვების მოხსნას ან შემსუბუქებას.

მთლიანი მოხსნა ალბათ არ მოხერხდება, ოღონდ იმ პირობით, თუ პარალელურად მოხდება მოქმედ რეგულაციებზე, პირბადე, სოციალური დისტანცია თუ სხვა, მათზე კონტროლის გამკაცრება...“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics