|
2015-01-29 21:40:02, 1044 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის შესწორებას მხარი 51 ხმით დაუჭირა. რეზოლუციაში სათაურით "მედიის თავისუფლება ევროპაში" ჩაიწერა, რომ როგორც მედია დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის საქმე სრულყოფილად უნდა იყოს გამოძიებული. გავიდა ასევე მეორე დამატებას, რომელიც მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების გადახედავს გულისხმობს. "მედიის თავისუფლება ევროპაში"-რეზოლუციის პროექტში ცვლილებების ინიციატორი "ნაციონალური მოძრაობა" იყო, საპარლამენტო უმცირესობამ ორივე ცვლილების რეზოლუციის პროექტში ჩამატება შეძლო. რეზოლუციის მიღებას წინ უსწრებდა, ქართველი დეპუტატების დაპირისპირება. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები რეზოლუციის ტექსტში ეროსი კიწმარიშვილის საქმის დაუყონებლივ გამოძიებასა და მაუწყებლის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ჩამატებას ითხოვდნენ რასაც უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე დაუპირისპირდა. მაღრაძეს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები, გიორგი კანდელაკი და ჩიორა თაქთაქიშვილი გამოეხმაურენ, რასაც პარლამენტარებს შორის დებატები მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)