09:56 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-09 12:34:58, 1299 ნახვა

მსოფლიო
ამერიკელი დიპლომატები მოუწოდებენ მაიკ პომპეოს, დაგმოს ტრამპის როლი ვაშინგტონში მომხდარ არეულობებში

ამერიკელი დიპლომატები მოუწოდებენ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს, დაგმოს  მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის როლი აშშ-ის კაპიტოლიუმში მომხდარი აჯანყების მცდელობაში.

ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 100-მდე დიპლომატი პომპეოს სახელზე მემორანდუმს ამზადებს, რომელიც მას მალევე გადაეგზავნება.

დიპლომატები დოკუმენტში აღნიშნავენ, რომ პომპეოს, რომელსაც მკაფიო სამომავლო პოლიტიკური ამბიციები აქვს, არასდროს დაუფიქსირებია პრეზიდენტის კრიტიკა და დიპლომატების მხრიდან მითითებებს ელოდებოდა.

მათივე განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის ხელისუფლებაზე განხორციელებულ თავდასხმაში პრეზიდენტის როლი უნდა დაგმოს.

100-მდე ამერიკელმა დიპლომატმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელთა იმედგაცრუება გამოიწვია მდივნისა და სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა ლიდერების მხრიდან ძალადობაზე რეაგირების არარსებობამ. კვირის დასაწყისში სახელმწიფო დეპარტამენტმა საელჩოებს მისცა მითითებები, თუ როგორ უნდა განიხილონ ძალადობრივი თავდასხმა კაპიტოლიუმზე, მაგრამ მასში არ იყო ნახსენები ტრამპის როლი ამ მოვლენების განვითარებაში, რამაც აღაშფოთა დიპლომატები, რომლებიც ამ საქმეში მოქმედი პრეზიდენტის პირდაპირ კავშირს ხედავენ.

„მისმა წაქეზებამ გამოიწვია ძალადობრივი ამბოხი აშშ-ის კაპიტოლიუმში, ხუთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა არაერთი პირი. სამთავრობო ქონების განადგურებამ და ვანდალიზმმა ზიანი მიაყენა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას და იმიჯს“, - აღნიშნულია მემორანდუმში.

ცნობისთვის, 6 იანვარს, ვაშინგტონში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა, არეულობის შედეგად კი ხუთი ადამიანი დაიღუპა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics