21:55 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-30 00:44:43, 811 ნახვა

კომენტარი
ნიკა მელია - გვყავს პოლიტიკოსები, რომლებიც მარტო ტელევიზიით საუბრობენ და ველზე არ არიან გასულები

„გვყავს პოლიტიკოსები, რომლებიც მარტო ტელევიზიით საუბრობენ და ველზე არ არიან გასულები“,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკოსებს დიდ პატივს სცემს, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

„გვყავს პოლიტიკოსების რაღაც რაოდენობა, რომელსაც პატივს ვცემ, რომლებიც მარტო ტელევიზიით საუბრობენ, ხომ არ ჩამოვთვლი.

მარტო კომენტარი - რეპორტიორი მივიდა, რას იტყოდით ამ მოვლენასთან დაკავშირებით და მორჩა, ველზე არ არიან გასულები, არადა ნახელისუფლარი პარტია როდესაც ვართ, ეკა კვესიტაძის ან ნიკა გვარამიას ან ინგა გრიგოლიას გადაცემაში როდესაც ვართ, დიდი შესაძლებლობაა, ბუნებრივია, რომ ბევრ ადამიანს ერთდროულად მივაწოდოთ ჩემი გზავნილი, მაგრამ არ არის საკმარისი.

მოგვისმენია, ნაციონალურ მოძრაობაში ჭკვიანები არიან, მაგრამ "ჩათლახები" არიან, მე მომისმენია.

გლდანის მე-8 მიკრორაიონში 2012 წელს რომ ჩასძახა ეს ფრაზა, რომ ასეთები არიან, გადმოეცა და იმ მოქალაქემდე არავინ მისულა, რომ ეთქვა აი თქვენ რომ გგონივართ მე ასეთი ვარ, ასეთი არა ვარ. გვჭირდება მეტი მოძრაობა“, - განაცხადა ნიკა მელიამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics