00:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-29 13:59:21, 683 ნახვა

ეკონომიკა
პენიტენციურ დაწესებულებებში 2017 წელს სამედიცინო სახარჯი მასალების ინვენტარიზაციის შედეგად 893 577 ლარის დანაკლისი გამოვლინდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს განხორციელებული მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების ინვენტარიზაციის შედეგად, 2018 წლის 10 იანვრის სხდომის ოქმით, კომისიამ გამოავლინა 893,577 ლარის დანაკლისი (მათ შორის, გაუქმებულ პენიტენციურ დაწესებულებებზე რიცხული 134,777 ლარის მარაგები).

ანგარიშიდან ირკვევა, რომ დანაკლისი განპირობებული იყო წინა პერიოდებში მედიკამენტების აღრიცხვის მარეგულირებელი ნორმების არარსებობით, ინვენტარიზაციის განუხორციელებლობით და მარაგების ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებებით (აღნიშნული საკითხი განხილულიაწინა აუდიტის ანგარიშებში).

გარდა ამისა, გამოვლენილ დანაკლისთან დაკავშირებით, არ განხორციელებულა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები და ინვენტარიზაციის შედეგები, შემდგომი შესწავლის მიზნით არ არის გადაგზავნილი სამართალდამცავი ორგანოებისთვის.

აუდიტის შედეგად ასევე გამოვლინდა მარაგების ანგარიშზე რიცხული, წინა პერიოდებში ჯანდაცვის სამინისტროდან უსასყიდლოდ მიღებული 1,162,684 ლარის მედიკამენტები და სამედიცინო სახარჯი მასალა, რომელიც წარმოადგენს მიმწოდებელი ორგანიზაციების კონტროლირებად მედიკამენტებს და ამავე ორგანიზაციის მიერ ჩამოწერილია ხარჯებში.

ვინაიდან ბრალდებულები/მსჯავრდებულები ჯანდაცვის სამინისტროსბენეფიციარები არიან, აღნიშნული მარაგები ვერ აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმს. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური მარაგების ანგარიშზე საანგარიშო წლის ბოლოს ირიცხება 893,577 ლარის ფაქტობრივად არარსებული ნაშთი, ჯამურად სასაქონლო - მატერიალური მარაგების ანგარიშზე არსებული თანხა წარმოდგენილია 2,056,261 ლარით გაზრდილი ღირებულებით.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics