23:20 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-26 01:38:52, 1375 ნახვა

სამხედრო
ღარიბაშვილი: მადლობა ქართველ სამხედროებს სამშობლოს ღირსეული წარმოჩენისთვის და მსოფლიო მშვიდობის დაცვისთვის

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საერთაშორისო მისიებში იღებენ მონაწილეობას, გმირული თავდადებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს სამშვიდობო მისიებში დიდი წვლილი შეაქვს.

მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მომავალ წელსაც გააგრძელებს ღირსეულ მონაწილეობას საერთაშორისო მისიებში მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად.

„საქართველო, როგორც ევროპული ღირებულებების ერთგული საზოგადოება  ევროატლანტიკური სივრცის წევრობისკენ მიისწრაფვის. ჩვენს სამხედროებს, თავიანთი პროფესიონალიზმითა და თავგანწირვით,  დიდი წვლილი შეაქვთ სამშვიდობო ოპერაციებში, იქნება ეს ავღანეთი - ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ თუ ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საწვრთნელი მისიები - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.

მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის და მათი არაერთი გმირული თავდადებისთვის.

მადლობა მათ სამშობლოს ღირსეული წარმოჩენისთვის და მსოფლიო მშვიდობის დაცვისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics