23:29 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-24 16:53:27, 522 ნახვა

კომენტარი
მთავრობის დახმარება იყო ზუსტი ადრესირებული მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად კატეგორიებზე - ნათია თურნავა ებერტის ფონდის კვლევაზე

პანდემიის პირველივე დღიდან მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ორიენტირებულია იმაზე, რომ მოსახლეობას და მცირე ბიზნესს შევუმსუბუქოთ ის დარტყმა, რაც აუცილებლად იქნებოდა გამოწვეული პანდემიით და ჩვენ ეს მოვახერხეთ, რაც დადასტურდა კიდეც ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევაში, სადაც სწორი შეფასება აქვს ჩვენს ნაბიჯებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, „მთავრობის დახმარება იყო ძალიან ზუსტად ადრესირებული იმ ჯგუფებზე, მოსახლეობის იმ მოწყვლად კატეგორიებზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა დახმარება და სწორედ ეს აისახა „ებერტის ფონდის" კვლევაში."

გერმანული „ფრიდრის ებერტის" ფონდის დაკვეთით სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც შეისწავლა „ანტიპანდემიური შეზღუდვების და მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების გავლენა დასაქმებაზე, შემოსავლებსა და სიღარიბის დონეზე საქართველოში".

კვლევის თანახმად, მთავრობის მიერ მიღებულმა ანტიკრიზისულმა ზომებმა საგრძნობლად შეარბილა და შეამსუბუქა კრიზისის დარტყმა.

კვლევის თანახმად, მთავრობის მიერ გატარებული ანტიკრიზისული ზომები ყველა ეტაპზე ხასიათდება სამიზნე ჯგუფის მაღალი სიზუსტით და მიმართულია საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენებისკენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics