|
2015-09-29 13:55:47, 2613 ნახვა
რეგიონი
არჩილ ხაბაძე პოლონეთის სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე პოლონეთის სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას შეხვდა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან სილეზიის სავოევოდოს რეგიონული პარლამენტის პრეზიდენტი გრეგორ ვოლნიკი, სილეზიის სავოევოდოს ვიცე მარშალი და მმართველთა საბჭოს წევრი კაზიმირ კაროლჩაკი, რეგიონული პარლამენტის მრჩეველი მარტინა სტარკი-იაჟდჟიკი, მარშალის კაბინეტის დირექტორის მოადგილე დარია კოსმალა, საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების წარმომადგნელი კარინა ივანი და ქ. პეკარის მერი სლავა უმინსკა-დურაი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო რეგიონის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტები. ხაზი გაუსვა გეოპოლიტიკურ მდებარეობას, საზღვრისპირა რეგიონის ურთიერთობას მეზობელ და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებს. ურთიერთ თანამშრომლობის ფარგლებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უკვე ორმა ბათუმელმა მედიკოსმა სილეზიის რეგიონის წამყვან კლინიკაში გადამზადების 2 კვირიანი კურსი გაიარა. უახლოეს პერიოდში კი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლების გადასამზადებლად პოლონეთიდან ჩამოდიან ექსპერტები, რომლებიც ტრენინგებს ჩაუტარებენ ადგილობრივ კადრებს. „თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია თანას სარეაბილიტაციო ცენტრის სპეციალისტების გადამზადება და დამატებითი აღჭურვილობის შეძენა ცენტრისათვის, აჭარის მუზეუმების პერსონალის სასწავლო ვიზიტი სილეზიაში, სადაც ისინი შეხვდებიან სილეზიის მუზეუმის ხელმძღვანელებს, ჩაუტარდებათ პრეზენტაციები და ტრენინგები. ასევე ტრადიციული ხელობის, ფოლკლორის ადათ-წესებისა და ტრადიციების გამოყენების მეთოდების შესწავლისა და რეგიონის ტურისტული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მოხდება თანამშრომლობა სილეზიის კულტურის დეპარტამენტთან, რეგიონული კულტურის და განათლების ცენტრებთან. იგეგმება თანამშრომლობა კულტურული ტურიზმის კუთხით, პრეზენტაციები, მონიტორინგი თანამშრომლობის სფეროების გამოკვლევის მიზნით. ჩვენ რეგიონებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას საფუძველი 2011 წლის 17 ივნისიდან ჩაეყარა, როდესაც ქალაქ კატოვიცეში ხელი მოეწერა აჭარასა და სილეზიის სავოევოდოს შორის შეთანხმებას თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობის განვითარების შესახებ. თანამშრომლობა ითვალისწინებს ეკონომიკის, ტურიზმის კულტურისა და ხელოვნების, ჯანდაცვისა და სამედიცინო მეცნიერების, ასევე სასოფლო ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობის პროგრამებს. ამ მიზნით ორმხრივი კომისია, ყოველი წლის დასაწყისში ამტკიცებს სამოქმედო პროგრამას და ხორციელდება პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები. პოლონეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და იგი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას აქტიურად უჭერს მხარს“ , - ნათქვამია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)