15:58 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-15 14:42:20, 557 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის შემადგენლობა, გარდა იუსტიციის მინისტრისა, უცვლელი რჩება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის შემადგენლობა არსებითად იგივე რჩება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ დრომდე ცვლილება მხოლოდ იუსტიციის ნაწილშია გამოკვეთილი.

„პირველ რიგში, ჩვენ ველოდებით პრემიერის პოზიციას. პრემიერთან გვექნება შეხვედრა უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში. მოვისმენთ მის შეხედულებას მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე შედგება უკვე განხილვა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში და ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას მინისტრთა კაბინეტის ფორმირებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კანდიდატურებს, ჯერჯერობით, არ გვიმსჯელია ამასთან დაკავშირებით და ველოდებით პრემიერს. არსებითად იგივე რჩება მთავრობის შემადგენლობა, რომელიც მუშაობდა აქამდე. რაც შეეხება ცალკეულ ცვლილებებს, ჯერჯერობით იუსტიციის ნაწილში იქნება გამოკვეთილი ცვლილება, თუმცა, სხვა რაიმე ინფორმაცია ცვლილებასთან დაკავშირებით არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაველოდებით პრემიერს. რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, მათ შორის ჯანდაცვის ნაწილში, ჩვენ არ ველოდებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics