15:01 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-11 14:32:44, 591 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი - არ მეგონა, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა საქართველოს ერთპარტიულ პარლამენტს აკადრებდა

„არ მეგონა, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა საქართველოს ერთპარტიულ პარლამენტს აკადრებდა“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ესაა ერთპარტიულობის საცოდავი მცდელობა.

„დღეს მართლა მძიმე დღე არის. დღე, რომელიც არასასიამოვნოდ შევა ჩვენს ისტორიაში, ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანისთვის წარმოუდგენელია იყო მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გამოვდიოდით და დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოსთვის ვიბრძოდით, რომ ასეთი რამე შეიძლება მომხდარიყო 30 წლის თავზე, რომ საქართველოში შემდგარიყო ერთპარტიული პარლამენტი და სიმძიმე ამ დღის. სიმძიმე ამ დაცემის, რომელიც დღეს ხდება, ჩვენი სახელმწიფოებრივობისთვის ხდება, მე ვფიქრობ, ძალიან მძიმე და ბოლომდე გასააზრებელია. წარმოუდგენელია, რომ თავისუფლების მოყვარე ერს, რომელსაც მრავალჟამიერი იდენტობის ფუნდამენტად გაუხდია, დამოუკიდებლობიდან 30 წლის თავზე გაებედა ვინმეს, რომ ერთპარტიული პარლამენტი შედგებოდა. არ მეგონა, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა საქართველოს ერთპარტიულ პარლამენტს აკადრებდა. ესაა საცოდავი მცდელობა ერთპარტიულობის“, - განაცხადა მარგველაშვილმა „ტვ.პირველთან“.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics