14:12 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-10 18:21:43, 593 ნახვა

პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო თანამდებობებზე კანდიდატები დაასახელა

„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო თანამდებობებზე კანდიდატები დაასახელა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამეტის თავმჯდომარის კანდიდატურას არჩილ თალაკვაძე დაიკავებს, ხოლო თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტს კი გიორგი ვოლსკი.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები კახა კუჭავა, რომელიც საგარეო მიმართულებებით იმუშავებს და დავით სერგეენკო იქნებიან.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე იქნება, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კი მამუკა მდინარაძე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ანრი ოხანაშვილი, ადამიანთა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს კი მიხეილ სარჯოლაძე ჩაიბარებს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ბერაია იქნება წარდგენილი, საპროცედურო საკითხთა და წესდების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი იქნება.

რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს სოზარ სუბარი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ირაკლი კოვზანაძე, ხოლო დარგობრივ-ეკონომიკურ კომიტეტს კი დავით სონღულაშვილი ჩაიბარებს.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე იქნება.

დასახელებულ კანდიდატებს კენჭს ახალი მოწვევის პარლამენტი ხვალ პირველ სხდომაზე უყრის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics