07:50 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-10 15:21:05, 697 ნახვა

კომენტარი
სახალხო დამცველი - ერთპარტიული პარლამენტი ყველასთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, თუ ჩვენ გვეყოლება ერთი პარტიის მიერ დომინირებული პარლამენტი, ეს ყველასთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ომბუდსმენი მმართველ პარტიას მაქსიმალური კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს, რათა მოლაპარაკებების პროცესი არ დაზიანდეს.

„ჩემი, როგორც სახალხო დამცველის დიდი სურვიალია, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდეს კონსენსუსური გადაწყვეტილებით ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან. თუ ჩვენ გვეყოლება ერთი პარტიის მიერ დომინირებული პარლამენტი, ეს იქნება ყველასთვის, მათ შორის მმართველი პარტიისთვის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანური უფლებების დაცვისთვის ძალიან ცუდი და უკან გადადგმული ნაბიჯი. ჩემი მოწოდება მმართველი პარტიისთვის იქნებოდა, რომ იყვნენ მაქსიმალურად კონსტრუქციულები. რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის განცხადებები აზიანებს მოლაპარაკებების პროცესს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics