|
2020-12-08 20:49:23, 661 ნახვა
პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი - პარასკევს პარლამენტში სამარცხვინოდ მხოლოდ „ქართული ოცნება“ უნდა იჯდეს
„პარასკევს პარლამენტში სამარცხვინოდ მხოლოდ „ქართული ოცნება“ უნდა იჯდეს“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიოს თვალწინ კიდევ ერთხელ უნდა გაშიშვლდეს ივანიშვილის დანაშაულებრივი ბანდა. „მე შემიძლია გითხრათ „ლეიბორისტული პარტიის“ პოზიცია. პარლამენტში არ შევდივართ, პარლამენტი არ უნდა შედგეს პარასკევს დარბაზში უნდა იჯდეს მხოლოდ ქართული ოცნება“ სამარცხვინოდ. მთელი მსოფლიოს თვალწინ კიდევ ერთხელ უნდა გაშიშვლდეს ივანიშვილის დანაშაულებრივი ბანდა. ჩვენ დავაფიქსირეთ იგივე პოზიციები, რომ ახალი არჩევნების გარეშე პარლამენტში არ შევდივართ. არაფერი საიდუმლო მოლაპარაკებებში არ არის, ჩვენ ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, სამართლიან პროცესებს ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დამთავრებას. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ვრჩებით ჩვენ ჩვენს პოზიციებზე, მუშაობა და მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ გადაწყვეტილებები მიღებული იქნება ისე როგორც ისტორია მოითხოვს, პირველი სხდომა პარლამენტს ჩატარდება ოპოზიციის გარეშე“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)