2020-12-06 14:17:48, 1296 ნახვა
მსოფლიო
არგენტინის სახელმწიფომ პანდემიასთან საბრძოლველად საკუთარ ქვეყანაში მცხოვრებ მდიდარ ადამიანებს გადასახადი დაუწესა
არგენტინის სახელმწიფომ პანდემიასთან საბრძოლველად საკუთარ ქვეყანაში მცხოვრებ მდიდარ ადამიანებს გადასახადი დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სენატორებმა გადაწყვეტილება ერთჯერადი „მილიონერის გადასახადთან“ დაკავშირებით 42 ხმით, 26-ის წინააღმდეგ მიიღეს.
გადასახადი შეეხება მათ, ვისაც 200 მილიონ პესოზე მეტი ღირებულების ქონება აქვს ($ 2.5 მილიონი; 1.8 მილიონი ფუნტი) , ასეთი არგენტინაში დაახლოებით 12,000 ადამიანია.
არგენტინაში კორონავირუსით ინფიცირების დაახლოებით 1.5 მილიონი ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული და აქედან 40 000 ადამიანი გარდაიცვალა.
დაწესებულმა შეზღუდვებმა კიდევ უფრო მეტად შეაფერხა ქვეყნის ეკონომიკა, აიწია უმუშევრობის და სიღარიბის დონემ.
არგენტინის სახელმწიფო მასობრივ დავალიანებას ებრძვის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,