10:53 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-02 09:07:09, 607 ნახვა

პოლიტიკა
ნატოს ექსპერტები - უნდა გავაფართოვოთ პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან, რომლებიც რუსეთის ზეწოლის ქვეშ არიან

ნატომ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან და უკრაინასთან, ქვეყნებთან, რომლებიც წევრობისკენ მიისწრაფიან, თუმცა რუსეთის მხრიდან მუდმივ საგარეო და საშინაო ზეწოლას განიცდიან.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ნატო-ს ექსპერტთა სპეციალური ჯგუფის ანგარიშში, რომელიც ნატო-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთი ცდილობს დაამყაროს ერთპიროვნული მმართველობა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე და ასევე, შეზღუდოს მათი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

 ამასთანავე, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ალიანსის „ღია კარის პოლიტიკა“ გაძლიერებული უნდა იყოს და გააქტიურებული.

„ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს გააქტიურებული, ნატო-მ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა უკრაინასა და საქართველოსთან“, - აღნიშნულია ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის, იანს სტოლტენბერგის ინფორმაციით, დღეს, საქართველოსა და უკრაინასთან შავი ზღვის რეგიონში ძალების გაძლიერებას განიხილავენ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics