10:55 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-01 20:47:48, 676 ნახვა

კომენტარი
მიტროპოლოტი ნიკოლოზი რუსეთში ვიზიტზე - პირველად არ შევხვედრივარ მათ და ამ თემაზე სულ მაქვს საუბარი

„პირველად არ შევხვედრივარ მათ და ამ თემაზე სულ მაქვს საუბარი“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ახალქალაქისა, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავარი პრეტენზია რუსეთის მიმართ იყო კორუფცია.

„მე პირველად არ შევხვედრივარ მათ და ამ თემაზე სულ მაქვს საუბარი. ის, რომ ეს ქვეყანა ოკუპანტია, ეს ერთი, მაგრამ ჩვენი მთავარი პრეტენზია და ეს ანტირუსული განწყობა მარტო ამით არ არის განპირობებული.

მთავარი სხვა რამეა - ჩვენი მთავარი პრეტენზია რუსეთის მიმართ, ეს არის კორუფცია, რომელიც ამ ქვეყანაშია და სახელმწიფოებრივი მოწყობა, რომელიც ჩვენ არ გვინდა. თუ ჩვენი ორიენტაცია არის ევროპა და ამერიკა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სახელმწიფოებრივი მოწყობა გვინდა ისეთი, როგორიც იქ არის, საზოგადოება გვინდა იმ პრინციპებით ავაწყოთ და არა ისე, როგორც რუსეთის სახელმწიფოშია, თვითონვე იტანჯებიან ამით.

რაც შეეხება აფხაზეთს, სამაჩაბლოს, საეკლესიო პრობლემებს - სახელმწიფო პრობლემებზე საეკლესიო პირებთან რომ ვილაპარაკო, მხოლოდ გულის მოოხება გამოვა. სინამდვილეში, ჩვენ ამაზე საუბარი გვქონია და რეალურად ჩვენ ვეძებთ გამოსავალს“, - განაცხდა მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics