09:14 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-26 15:36:20, 612 ნახვა

ეკონომიკა
ბაზრობებზე, მოლებში, საცალო ვაჭრობასა და მაღაზიებში დასაქმებულებს სახელმწიფო სესხების გადავადებაში დაეხმარება

ბაზრობებზე, მოლებში, მაღაზიებსა და საცალო ვაჭრობის სფეროში დასაქმებულებს სახელმწიფო სესხების გადავადებაში დაეხმარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნულ სფეროში დასაქმებულები 300 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ.

„იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და გვესმის, რომ აქ დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, როგორიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდში. ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით.

ჩვენ დაწყებული გვაქვს ამ ადამიანების აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად, სადაც ისინი არიან დასაქმებულები. ამ 300 ლარიანი დახმარების გარდა, ჩვენ ვიღებთ იმ ვალდებულებას, რომ ამ სექტორში დასაქმებულ თითოეულ  ადამიანს, რომელსაც გააჩნია სესხი, სახელმწიფო მიეხმარება სესხის გადავადებაში.

არაფორმალურად დასაქმებულთათვის, 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარებით პირველი ტალღის პერიოდში ისარგებლა 250 000-მა ადამიანმა. ამჯერად, იქიდან გამომდინარე, რომ დავიწროებულია სფერო, რომლის მიმართაც იქნება მიმართული ეს დახმარება, ვფიქრობთ, რომ იქნება დაახლოებით 100-120 ათასი ბენეფიციარი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics