14:22 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-24 21:51:42, 646 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე - ბიუროკრატიული ხარჯები არ იზრდება, ეს ტყუილია

"ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯების ზრდის შესახებ ტყუილია", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, ჯერ მხოლოდ ბიუჯეტის პირველადი ვერსიაა წარმოდგენილი, ხოლო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია რადიკალურად განსხვავებული და გაცილებით მეტი იქნება.

„ჩემი თხოვნაა, ბიუჯეტზე ნაადრევად არ ვიმსჯელოთ. როგორც ყოველ წელს, ჯერ ხდება პირველადი ბიუჯეტის წარდგენა, რომელიც შემდეგ დაკორექტირდება. მოგვიანებით გახდება ცნობილი ბიუჯეტის საბოლოო ვერსია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, იმაზე მეტი იქნება, ვიდრე დღეს არის წარმოდგენილი. ჩვენ მოგვეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ის პროექტები, რაზეც პანდემიამდე ვსაუბრობდით, განხორციელდეს ინფრასტრუქტურის, ასევე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ბიუროკრატიული ხარჯების ზრდის შესახებ, ეს არის ტყუილი. არავითარი ბიუროკრატიული ხარჯები არ იზრდება. ეს არის პირველადი ბიუჯეტი, რომელიც იყო წარმოდგენილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საბოლოო ბიუჯეტი რადიკალურად განსხვავებული იქნება მისი პირველად ვერსიისგან და გაცილებით მეტი“, - განაცხადა თბილისის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics