|
2020-11-22 17:40:23, 790 ნახვა
სამართალი
ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი - დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ არ შეეფარდოს პატიმრობა
"დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ არ შეეფარდოს პატიმრობა", - ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან ზურაბაშვილის ადვოკატმა გიორგი ჭოჭუამ განაცხადა. მისივე თქმით, საქმეში არსებულ ვიდეომასალებში არანაირი ძალადობის და დანაშაულებრივი ქმედებების არსებობა არ დასტურდება. ადვოკატის შეფასებით ამის საფუძველზე არსებებობს შესაძლებლობა, რომ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს. "დღეს ლევან ზურაბაშვილს მხოლოდ ბრალი წარედგინა,რაც შეეხება იარაღის ნაწილს , ამ ნაწილში მას ბრალი მოხსნილი აქვს, რადგან მას იარაღი არ ჰქონია. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, აიღეს სუნის ნიმუში და ნერწყვის ნიმუში. აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა ხვალ 11:00 საათიდან, 12:00 საათამდე გაიმართება. დავაყენებთ შუამდგომლობას, დაცვის მხარის მოთხოვნაა, რომ მას პატიმრობა არ შეეფარდოს. საქმის მასალებში წარმოდგენილია დაზარალებულის ჩვენებები, სადაც არანაირი ზეწოლა არ ფიგურირებს და შესაბამისად ვთვლით, რომ სასამართლო ჩვენს შუამდგომლობას დააკმაყოფილებს. გვაქვს ვიდეო მასალების ნაწილი, სადაც არანაირი დანაშაულებრივი ქმედებები არ ფიქსირდება და შესაბამისად ეს ნაწილიც ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს", - აცხადებს ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ლევან ზურაბაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)