08:42 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-20 15:48:30, 870 ნახვა

პოლიტიკა
ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოს არ სურდა, რომ გამხეცებულ მტერს აზერბაიჯანელი სამშვიდობოები დაეხოცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ სომხეთს ყველა მეზობელ ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, რომელმაც არაღიარებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს მხარეებთან საჰაერო გზით სამხედრო ტვირთების ტრანზიტი შეაჩერა, პრეტენზიები აქვს.

ალიევი მიიჩნევს, რომ საქართველოს არ სურდა, რომ „გამხეცებულ მტერს აზერბაიჯანის სამშვიდობოები დაეხოცა“

„როგორია სომხეთის ურთიერთობა მეზობლებთან? აზერბაიჯანთან ასეთი ოკუპაციაა, ტერიტორიული პრეტენზიები აქვს თურქეთთან. რუსეთი ახლა უკმაყოფილებას გამოთქვამს. მე ვიცი, რატომ ვერ შეძლეს მათ ირაღის მიწოდება ირანის გავლით. ეს იმიტომ მოხდა, რომ ირანი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. იმიტომ რომ, ირანმა გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა, მათ დახურეს საჰაერო სივრცე, რადგან არ სურდათ, რომ დახოცილიყვნენ აზერბაიჯანელები. სომხეთს პრეტენზიები აქვს საქართველოსთანაც, რადგან ომის პერიოდში, საქართველომაც დახურა საჰაერო სივრცე და არ დაუშვა, რომ იარაღის გადაცემა მომხდარიყო. ამასთანავე, საქართველოს არ სურდა, რომ გამხეცებულ მტერს მოეკლა ჩვენი სამშვიდობოები“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics