07:39 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 15:48:32, 480 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ სახელმწიფო მდივანი არ შეხვდა იმ ოპოზიციას, რომელიც რუსული საქმითაა დაკავებული

„ის ფაქტი, რომ სახელმწიფო მდივანი არ შეხვდა იმ ოპოზიციას, რომელიც რუსული საქმით არის დაკავებული, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში არ არის იმ პოლიტიკური პარტიების ადგილი, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ.

„ის ფაქტი რომ სახელმწიფო მდივანი არ შეხვდა იმ ოპოზიციას, რომელიც რუსული საქმით არის დაკავებული, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ბუნებრივია ამაზე სპეკულაციებს ვერ ავაგებთ, მაგრამ თავისთავად ეს ფაქტი არის ნიშანდობლივი. საქართველოში არ არის იმ პოლიტიკური პარტიების ადგილი, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ და ასეთი პარტიების ადგილი არ არის აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics