|
2020-11-18 11:07:36, 688 ნახვა
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე მოძრაობა გადაიკეტა - ოპოზიცია 11:00 საათზე მდუმარე აქციას დაიწყებს
რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტის პარალელურად შეიკრიბნენ და მდუმარე აქციას მართავენ. „გაყალბებულია“ - ამ შინაარსის პლაკატებით აქცია 11:00 საათზე დაიწყება და 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან დასრულდება. მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები დისტანციის დაცვით შექმნიან ე.წ ცოცხალ ჯაჭვს, რომლითაც ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი სურვილია, რომ საერთაშორისო მედიამ შეიტყოს 31 ოქტომბერს, საქართველოში გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ამასთან, აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედანზე დააკრეს პლაკატები წარწერით- „ამერიკა, მადლობა საქართველოს დამოუკიდებლობის მხადაჭერისთვის", " შეწყდეს სახელმწიფოს მიტაცება რუსი ოლიგარქის მიერ" შეგახსენებთ, რომ საქართველოში გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩამოვიდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო დღეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ამ წუთებში, ის ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ასევე, მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მაიკ პომპეო ქვეყანას დღესვე დატოვებს.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)