23:27 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-13 12:08:26, 1080 ნახვა

მსოფლიო
ევროპის ქვეყნები აფრთხილებენ მოქალაქეებს, რომ კორონავირუსის გამო საშობაო მოგზაურობების დაგეგმვა ნაადრევია

ევროპის რიგი ქვეყნები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ ნაადრევია საშობაო მოგზაურობის დაგეგმვა, რადგან კონტინენტზე კორონავირუსის შემთხვევები კვლავ იზრდება.

ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, შვედეთში ხალხს განუცხადეს, რომ შესაძლოა, შვებულების პერიოდში მოგზაურობისგან თავის შეკავება მოუწიოთ.

ამავდროულად, ირლანდიისა და საფრანგეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, შეეძლებათ თუ არა ხალხს მოგზაურობა.

სადღესასწაულო სეზონამდე ექვსი კვირით ადრე, რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს შეზღუდვები და კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული სხვა ზომები.

პორტუგალიამ მნიშვნელოვნად გააფართოვა იმ ადგილების რაოდენობა, რომლებიც ღამით კომენდანტის საათს ექვემდარებიან. ამასთან, ორშაბათიდან ქვეყნის სამი მეოთხედი მთავრობის უმკაცრესი შეზღუდვების ქვეშ აღმოჩნდება.

შვედეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ანდერს ტეგნელმა განუცხადა მოქალაქეებს, რომ საშობაო პერიოდში სხვადასხვა რეგიონში შეზღუდული მოგზაურობისთვის მოემზადონ, რათა რეგიონალურმა ჯანდაცვის სამსახურებმა ზედმეტი გადატვირთვა თავიდან აიცილონ.

ამასთან, ტეგნელი აცხადებს, რომ შვედები მზად უნდა იყვნენ, რადგან შესაძლოა ყველაფერი „უშუალოდ შობამდე“ შეიცვალოს.

როგორც ტეგნელი აღნიშნავს, Covid-19-ის ახალი შემთხვევების „დიდი ნაწილი“ ამჟამად კერძო წვეულებებიდან მოდის. ქვეყნის მთავარი აპიდემიოლოგი იმედოვნებს, რომ  22:00 საათის შემდეგ ბარებში ალკოჰოლის მირთმევა აკრძალული იქნება და ქვეყანაში სოციალური შეკრებების ზრდა არ მოხდება.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics