|
2020-11-11 10:25:47, 399 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანის განცხადებით, აშშ-ს 2020-2021 წლების საბიუჯეტო კანონპროექტის მიხედვით, საქართველო 132 მილიონი დოლარის დახმარებას მიიღებს
აშშ-ს 2020-2021 წლების საბიუჯეტო კანონპროექტი საქართველოსთვის 132 მილიონი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს, - აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ასიგნების კომიტეტის კანონით გამოყოფილი ფინანსებით ვერ ისარგებლებს იმ სახელმწიფოს ცენტრალური მთავრობა, რომელთან მიმართებაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი დაადგენს და შესაბამის კომიტეტებს წარუდგენს ანგარიშს, რომ ამ ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა. „2020 წლის 10 ნოემბერს გასაჯაროვდა 20-21 წლის ფისკალური წლის ამერიკის შეერთებული შტატების საბიუჯეტო კანონის სენატის ასიგნების კომიტეტის ვერსია, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს დასახმარებლად განისაზღვრა 132 მილიონი აშშ დოლარი, ამავე კვეთაში ასევე მოქცეულია საქართველოს მხარდამჭერი გზავნილია, საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, რომლის თანახმადაც, კანონით გამოყოფილი ფინანსებით ვერ ისარგებლებს იმ სახელმწიფოს ცენტრალური მთავრობა, რომელთან მიმართებაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი დაადგენს და შესაბამის კომიტეტებს წარუდგენს ანგარიშს რომ ამ ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა ან მათთან დაამყარა რაიმე სახის ურთიერთობა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)