19:38 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-09 21:55:12, 728 ნახვა

კომენტარი
ვაჟა სირაძე - მიიტანონ ელექტროსაშუალებები და გათბნენ, შეშა არაერთხელ იქნა გამოყენებული, როგორც ძალადობის საგანი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პოლიციელებს აქვთ გამოცდილება, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან შეშა არაერთხელ იქნა გამოყენებული როგორც ძალადობის საგანი.

მისივე თქმით, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მიხედვით, პოლიციელს უფლება აქვს, შეზღუდოს იმ ნივთის შეტანა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას პოლიციელის, ნებისმიერი მოქალაქის საწინააღმდეგოდ, რომელიც დააზიანებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

"კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არა ერთი გამოცდილება გვქვს თითოეულ პოლიციელს, რომ არა ერთხელ შეშა გამოყენებული იქნა როგორც ძალადობის საგანი, გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ პოლიციელები დააზიანეს, დაანთეს პარლამენტის წინ ცეცხლი, რითაც შეიძლება საფრთხე შეექმნას როგორც აქციის მონაწილეების, ასევე პოლიციელების სიცოცხლეს. არსებობს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ, სადაც ძალიან ნათლად წერია, რომ ის ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს პოლიციელის თუ ნებისმიერი მოქალაქის საწინააღმდეგო, რომელიც დააზიანებს ადამიანის ჯანმრთელობა, პოლიციას უფლება აქვს შეზღუდოს ამ ნივთის შეტანა. შესაბამისად, მე განვუმარტე მათ, რომ შეუძლიათ მიიტანონ ელექტროსაშუალებები და გათბნენ,“ - განაცხადა ვაჟა სირაძემ. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics