01:21 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-07 13:27:45, 609 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - არჩევნებზე ჩვენმა მილიონამდე მხარდამჭერმა გითხრათ, რომ ხელისუფლებაში ვეღარასოდეს დაბრუნდებით

„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, „ქართული  ოცნების“ მიერ 2012 წელს დასრულებული 9 წლიანი რეჟიმი საზოგადოებას 2020 წელს დაავიწყონ, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი 7 ნოემბრის მოვლენებს.

როგორც ოხანაშვილი „ფეისბუქში“ წერს, „ნაცმოძრაობას“ ჰგონია, რომ საზოგადოებას მოკლე მეხსიერება აქვს.

„ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, „ქართული  ოცნების“ მიერ 2012 წელს დასრულებული 9 წლიანი რეჟიმი საზოგადოებას 2020 წელს დაავიწყონ!

ეს ხალხი არ იცვლის ზნეს. მათ ჰგონიათ, რომ ჩვენს საზოგადოებას მოკლე მეხსიერება აქვს!

ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ გითხრათ ჩვენმა მილიონამდე მხარდამჭერმა, რომ გვახსოვს ყველაფერი და თქვენ ვეღარასოდეს დაბრუნდებით ხელისუფლებაში!

დიდი მადლობა ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს!“, - წერს ოხანაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics