|
2020-11-04 19:04:13, 3521 ნახვა
გიორგი ლომია - ადამიანმა უნდა იბრძოლოს იმისათვის, რომ დაიცვას თავისი ხმა და არჩევანი!
"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ლომია არჩევნების ტოტალურ გაყალბებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, არავის აქვს უფლება, წაგართვან არჩევანი და თითოეული ადამიანის ვალია, საკუთარი ხმებისა და უფლებების დასაცავად იბრძოლოს. მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების გაყალბებით შეურაცხყოფა მთელს საქართველოს მიაყენა. ლომია მოსახლეობას ბრძოლისაკენ და 7 ნოემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" მიერ დაანონსებულ აქციაზე მისვლისაკენ მოუწოდებს. "არავის აქვს უფლება, წაგართვან არჩევანი! რატომ უნდა იბრძოლოთ ჩვენთან ერთად? საკუთარი ხმების დასაცავად ყველამ უნდა იბრძოლოს და თითოეულმა ჩვენგანმა ყოველთვის უნდა იბრძოლოს იმისათვის, რომ საკუთარი ხმა და საკუთარი უფლებები დავიცვათ! რაც შეეხება არჩევნებს - ბუნებრივია, ყველა ის ადამიანი, რომელიც თვლის, რომ მას ხმა და არჩევანი წაართვეს, პირველ რიგში საკუთარ თავთან, შემდეგ კი, ქვეყნის წინაშეა ვალდებული, წავიდეს და თავისი ხმა დაიცვას! ადამიანი, როდესაც პარტიას ხმას აძლევს, ის გარკვეულ იდეოლოგიას აძლევს ხმას და ამ არჩევანს როდესაც ართმევენ, ის ადამიანი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს და თავს იძულებულად თვლის, რომ გავიდეს და გააპროტესტოს ის უმსგავსობა, რასაც ხელისუფლება სჩადის! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანმა უნდა იბრძოლოს იმისათვის, რომ დაიცვას თავისი ხმა და არჩევანი! ბუნებრივია, რომ ჩვენი ამომრჩეველი ჩვენთან ერთად ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ხმები დავიცვათ! ჩვენი მოთხოვნა ძალიან მარტივია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და ამ არჩევნებში ხელისუფლება არ ჩაერიოს. ეს არის ძალიან მარტივი მოთხოვნა, რასაც ვითხოვთ ჩვენ და ყველა საღად მოაზროვნე თავმოყვარე ადამიანი, რომელიც არავის არ აძლევს უფლებას, რომ არჩევანი წაართვან. ხელახალ არჩევნებში ხელისუფლება ვეღარ გაბედავს გაყალბებას, იმიტომ რომ ამ არჩევნებზე ჩვენი ამომრჩეველი უფრო ფხიზლად იქნება და მეტი დამკვირვებელიც ეყოლება ამ არჩევნებს! "ქართულმა ოცნებამ" მთელს საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენა, ხალხს თვალებში შეაფურთხა და უთხრა, რომ ქართველი ხალხის აზრი არ აინტერესებს! ჩვენ, "პატრიოტთა ალიანსი", ამას "ქართულ ოცნებას" არ ვაპატიებთ! ჩვენ ვებრძვით "ქართულ ოცნებას", რადგან ისინი ებრძვიან მთელს საქართველოს! ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ბრძოლით არის მოსული არაერთი ხელისუფლება, ამიტომ 7 ნოემბერს, 5 საათზე მობრძანდით ჩვენს აქციაზე თავისუფლების მოედანზე და ჩვენ გაგაცნობთ მომავალ გეგმებს! ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!“, - განაცხადა გიორგი ლომიამ.
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)