00:19 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-04 13:19:40, 643 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივ აზრზე თავდასხმას

„ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივ აზრზე თავდასხმას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან იყო არალეგიტიმურად ჩარევის პაქტები.

„საერთო მოსაზრებაა ის, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს საარჩევნო პროცესის შედეგებს, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, „ქართული ოცნება“ არის მოწოდებული პატივი სცეს იმ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენმა საზოგადოებამ მიიღო. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას პატივი სცენ ჩვენი საზოგადოებისა არჩევანსა და ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს. რაც შეეხება ნეგატიურ ფაქტორებს არჩევნებში, ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივ აზრზე თავდასხმას, იყო არალეგიტიმური ჩარევაც, მაგალითად სააკაშვილი მხრიდან, რომლიც საქართველოს მოქალაქე არ არის და კამპანიაში მონაწილეობდა“, - განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics