05:27 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 12:26:27, 2139 ნახვა

ეკონომიკა
ხადური: საქართველოს ბიუჯეტს ლარის გაცვლით კურსზე ზეგავლენა არ აქვს და არც ჰქონია

„საქართველოს ბიუჯეტს, არც 2014 წლის ბოლოს და მითუმეტეს, არც 2015 წლის დასაწყისში ლარის გაცვლით კურსზე ზეგავლენა არ ქონია“, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა თურქეთის დელეგაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტროს მზად აქვს მიმდინარე პროცესების ანალიზი, რომელსაც უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.

„ჩვენ გავაკეთეთ სერიოზული ანალიზი და მას მალე გამოვაქვეყნებთ. მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ საქართველოს ბიუჯეტს, არც 2014 წლის ბოლოს და მითუმეტეს, არც 2015 წლის დასაწყისში ლარის გაცვლით კურსზე ზეგავლენა არ ჰქონია.  მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ხდება ის პროცესები,  რომელიც ხდება მთელ მსოფლიოში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ვალუტის პოზიციების დათმობა არის გაცილებით უფრო ნაკლები, ვიდრე  არის ჩვენი მეზობელი ქვეყნების და არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნების ვალუტის პოზიციები“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics