00:19 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-02 15:56:49, 611 ნახვა

პოლიტიკა
გაერთიანებული ოპოზიცია აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარს აცხადებს

გაერთიანებული ოპოზიცია აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარს აცხადებს, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბლოკიდან „ენმ - ძალა ერთობაშია“ ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა.

მისი თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები არ შეესაბამება ამომრჩევლის ნებას.

„31 ოქტომბრის არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა. ეს საზოგადოებამ საკუთარი თვალით ნახა და დოკუნტურადაც დასტურდება. ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია. მას უმკაცრესი და ძალიან უარყოფითი შეფასებები მიეცა საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ანგარიშგასაწევი ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნებს. აჭარის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ჩვენმა 180 302-მა მოქალაქემ. ამ ტოტალური გაყალბების ფონზე კი 97 615 ხმა მიიღო ოპოზიციამ. თითქმის 15 ათასი ხმით მეტი, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“. სახელისუფლებო პარტიამ კი ყოველგვარი ნორმების დარღვევით  ორჯერ მეტი მანდატი მიითვისა.

ჩვენს პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან გავლილი კონსულტაციების შემდეგ მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენი პოლიტიკური გუნდი უარს აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს იმ მანდატებზე, რომლებიც ხელისუფლებამ გადმოგვცა, მაგრამ რეალურად არ ასახავს ამომრჩევლის ნებას“, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics