03:09 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-27 17:13:38, 1592 ნახვა

ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - ჯანდაცვის სისტემა დღიურად 2 ათას ინფიცირებულს უმკლავდება, არ ვფიქრობთ, რომ გეგმა „ბ“-ს ამუშავება დაგვჭირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა დღიურად 2 ათას ინფიცირებულს უმკლავდება და ამიტომ გეგმა „ბ“-ს ამუშავება საჭირო არ იქნება.

მისი თქმით, მიუხედავად ყველაფრისა ამოუწურავი რესურსები არ არსებობს, მათ შორის ჯანდაცვის სექტორშიც.

„ჩვენ არ უნდა მივიდეთ იმ დონემდე, როდესაც ჯანდაცვის სისტემას გაუჭირდება ინფიცირებულთა მართვა. სამედიცინო საზოგადოებისა და ჯანდაცვის სისტემის უპირველესი მოვალეობაა, რომ ყველა გამოწვევას შესაბამისად შეხვდეს. მოგეხსენებათ, ამოუწურავი რესურსები არ არსებობს, მათ შორის ჯანდაცვის სექტორშიც. ჩვენ პროგნოზირების რამდენიმე სცენარი გვაქვს. ჯერჯერობით ვხედავთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და სექტორი უმკლავდება დღიურად დაახლოებით, 2000 ახალ შემთხვევას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ მივალთ იმ სტადიამდე როდესაც გეგმა „ბ“-ს ამუშავება იქნება საჭირო. ჯანდაცვის სექტორმა უნდა გაუძლოს, ეს არის ჩვენი მოვალეობა“, - განაცხადა გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics