|
2020-10-24 21:51:51, 635 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ზუგდიდის სპეცოპერაციაზე - ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამ ყველაფერს თავიანთი მიზნებისთვსი იყენებენ
„ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამ ყველაფერს თავიანთი მიზნებისთვსი იყენებენ“ , - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, მამაუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯერ საგამოძებო ღონისძიებების პირველი ნაწილიც არ დამთავრებულა და ოპოზიცია უკვე დასკვნებს დებს. „აუცილებლად უნდა გავცე პასუხი, როგორ იყენებენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამ ყველაფერს თავისი პოლიიტიკური მიზნებისთვის. იმას თავი დავანებოთ, რომ იქ როდესაც ყაჩაღობა მიდიოდა და მძევლები ჰყავდათ აყვანილი, პოლიტიკოსები ქვემოთ, შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან სცემდნენ და აგინებდნენ ერთმანეთს. გამოდიოდნენ და რაღაც საოცრებებს ლაპარაკობდნენ, ვარაუდებს გამოთქვამდნენ, ვიღაცას აბრალებდნენ, ვიღაცას Facebook-ში რომ ეჭვები გამოეთქვა კონკრეტული პირების მიმართ, გარკვეული, იმასთან დაკავშირებით რა დღეში იყვნენ, როგორ აბრალებდნენ ამასაც მმართველ გუნდს და ა.შ. ამას თავი დავანებოთ. მეორე, როგორ იყენებენ ისინი არა მხოლოდ ახლა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც ძალიან გაუხარდათ და ჩანდა ეს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. როგორ იყენებენ ისინი სამანიპულაციოდ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს, როდესაც პირველი ნაწილიც კი არ არის ღონისძების დამთარებული, ისინი რა განცხადებებით გამოდიოდნენ და რას კადრულობდნენ მათი მედიასაშუალებები“ , - განაცხადა მდინარაძემ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)