2020-10-22 14:06:19, 1072 ნახვა
კომენტარი
სერგეი შამბა - სოხუმი მზადაა დამნაშავე თბილისს გადასცეს
სოხუმი მზადაა დამნაშავე თბილისს გადასცეს - ამის შესახებ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბამ, Sova News-ს განუცხადა.
წარმოუდგენლად მიამაჩნია, თავდამსხმელმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე შეღწევა შეძლოს. თუ დამნაშავე მოახერხებს აფფხაზეთში გადასვლას, სოხუმი მზადაა დამნაშავე თბილისს გადასცეს." -განაცხადა სერგეი შამბამ.
შეგახსენებთ, შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკში 14:27 სთ-ზე, რამდენიმე გასროლის შემდეგ შევიდა. თავდაპირველი ინფორმაციით, მან მძევლად 19 პირი აიყვანა, თუმცა მოგვიანებით შსს-მ განცხადებაში აღნიშნა, რომ მძევლად 43 მოქალაქე იყო აყვანილი.
შეიარაღებული პირისგან 43 მძევალი გათავისუფლდა. გამტაცებელმა ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. მოგვიანებით მძევლებიც გათავისუფლდნენ და გამტაცებელმა თანხით მიმალვა შეძლო.
გამტაცებელს მძევლები ბანკის შენობაში 8 საათზე მეტხანს ჰყავდა დატყვევებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,