2020-10-21 17:16:03, 507 ნახვა
კომენტარი
„საქართველოს ბანკი“ - ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რათა პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს
„საქართველოს ბანკი“ ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც 'ექსპრესნიუსს" ბანკის პრესსამსაურმა აცნობა, „საქართველოს ბანკი“ სრულ კოორდინაციაშია შსს-სთან და მოქმედებს უწყების მითითებების შესაბამისად.
„ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს", - აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ ძარცვა მიმდინარეობს. როგორც ცნობიალია, ბანკის შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს სპეცოპერაცია.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან