2020-10-21 14:46:44, 505 ნახვა
კომენტარი
ზუგდიდის მერის განცხადებით, ბანკში, სადაც შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, რამდენიმე თანამშრომელი და მოქალაქე იმყოფება
ზუგდიდის მერის განცხადებით, ბანკში, სადაც შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, რამდენიმე თანამშრომელი და მოქალაქე იმყოფება.
მისი თქმით, პერიმეტრზე მიმდინარეობს მუშაობა.
„ჯერჯერობით არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ. ვიცი, რომ ვიღაც შეჭრილია ბანკში. პოლიცია მუშაობს პერიმეტრზე, სულ ცოტა ხანში გახდება ყველაფერი ცნობილი. როგორ ჩვენთვის არის ცნობილი, ბანკის თანამშრომლები და რამდენიმე მოქალაქეცაა შიგნით, პერიმეტრი გადაკეტილია და ველოდებით შედეგს, რასაც პოლიცია მოიმოქმედებს. ეს წუთია მოხერხდა მათთან დაკავშირება და იქნება დამატებითი დეტალები ცნობილი, ჯერჯერობით დაშავებული არავინაა. მე გასროლის ხმა არ გამიგია“, - განაცხადა შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. მიმდინარეობს სპეცოპერაცია.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან