04:06 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-20 16:25:10, 697 ნახვა

კომენტარი
ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლება მეორე ტალღისთვის მომზადების ნაცვლად, თავის ქებით იყო დაკავებული

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა, გიგა ბოკერიამ 112-ის შენობის წინ ბრიფინგი გამართა და ის კონკრეტული გეგმა წარადგინეს, რაც ქვეყანას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამოსვლაში უნდა განეხორციელებინა.

ბოკერიას თქმით,  ხელისუფლება, იმის ნაცლად, რომ მომზადებულიყო მეორე ტალღისათვის, თავის ქებითა და თვითკმაყოფილებით იყო დაკავებული.

„არაფერი ივანიშვილის გუნდს ამ თვეების განმავლობაში არ გაუკეთებია, იმისთვის, რომ მოზადებულიყო ამ მდგომარეობისთვის. ეხლა საუბრობენ კოვიდ საწოლებსა და საველე ჰოსპიტალებზე, ეხლა აღმოაჩინეს, რომ ცხელი ხაზი შესაძლოა გადაიტვირთოს და ეხლა იწყებენ ამ ყველაფერზე საუბარს. მთელი ეს თვეები გამოიყენეს თავისი თავის ქებისთვის, თვითკბობისთვის, დამუნათებისთვის ყველასი, ჟურნალისტებით დაწყებული პოლიტიკური ოპონენტებით თუ ექსპერტებით გაგრძელებული, ვინც კითხვებს სხვავდა, რაც ნორმალურია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ეს არის კიდევ ერთი ტრაგიკული მაგალითი, როგორ არ უნდა იქცეოდეს მთავრობა ასეთი კრიზისის დროს და ამათ ხელში დატოვება ამ სერიოზული გამოწვევის იქნება კატასტროფის ტოლფასი მთელი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ბოკერიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics