04:06 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-20 15:51:43, 492 ნახვა

კომენტარი
სალომე სამადაშვილი სადამკვირვებლო მისიაზე - მაქსიმალურად გამოვიყენოთ ადგილობრივი დამკვირვებლების რესურსი

ის, რომ ევროპარლამენტის დამკვირვებლები ვერ ჩამოდიან ადგილზე, არ ნიშნავს, რომ არ აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 31 ოქტომბერს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ადგილობრივი დამკვირვებლების რესურსი.

„ის, რომ ევროპარლამენტის დამკვირვებლები პანდემიის გამო ვერ ჩამოდიან ადგილზე, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. დღეს მთავარია, რომ ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ადგილობრივი დამკვირვებლების რესურსი და სწორედ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საერთაშორისი პარტნიორებისთვის. ყველას ესმის, რომ ეს არჩვენები არის გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და ჩართულობა არის ძალიან აქტიური. შედეგები ხელისუფლებისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის თუ ისინი ეცდებიან, რომ ხელი შეუშალონ ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვას ამ არჩევნებზე, იქნება უმძიმესი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics