|
2020-10-16 17:54:25, 774 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკი მოსწავლეებს ახალ სასწავლო სივრცეებს სთავაზობს
საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. მიმდინარე სასწავლო პროცესის მხარდასაჭერად ბანკი მოსწავლეებს ახალ, საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქიურ სასწავლო სივრცეებს- იდეათეკებს „ქართული წიგნის ინსტიტუტთან“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში სთავაზობს. პროექტის მიზანია, დისტანციური სწავლება კიდევ უფრო საინტერესო და ინტერაქციული გახადოს. პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 4 საჯარო სკოლაში (ფოთი, თბილისი, დიცი და ხურვალეთი) სრულად აღიჭურვა იდეათეკები. მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველოს ბანკმა შეძლო არაფორმალური განათლებისთვის მისი ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი სივრცეები დისტანციურ რეჟიმში ფუნქციურად კიდევ უფრო მეტად დაეტვირთა. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით და სკოლების ადმინისტრაციების დახმარებით, იდეათეკები უკვე აქტიურ რეჟიმში ფუნქციონირებენ. არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, ბანკი პროექტის პარტნიორებთან ერთად მოსწავლეებს იდეათეკებიდან ონლაინ გაკვეთილებს სთავაზობს, რომელიც საგნების მიხედვით უზრუნველყოფილია შესაბამისი რესურსით. ასევე, მოსწავლეებისთვის საინტერესო სპიკერები ონლაინ შეხვედრებს იდეათეკებიდან გაუძღვებიან. გარდა ამისა, მაღალი კლასის მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, უსაფრთხოების წესების დაცვით, 5 კაციან ჯგუფებად შეიკრიბონ სივრცეებში და იმუშაონ კონკრეტულ პროექტებზე, რომელსაც დანარჩენ კლასელებს ონლაინ ფორმატში წარუდგენენ. დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის კი გაიმართება ონლაინ ლიტერატურული კითხვის დღე, რომლის ფარგლებშიც ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლები იდეათეკების სივრციდან ჩაერთვებიან მოსწავლეების გაერთიანებულ ჯგუფებს და წაიკითხავენ წიგნებს. „მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მომავალი თაობების განათლებასა და განვითარებაში. პანდემიის პირობებში განათლების ხელშეწყობის მიზნით ჩვენ დავინახეთ შესაძლებლობა, თუ როგორ გამოგვეყენებინა არსებული სივრცე და რესურსები დისტანციურად და მოხარული ვართ, მოსწავლეებს წარვუდგინეთ ახალი სასწავლო სივრცე იდეათეკების სახით. ვფიქრობთ, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდების მრავალმხრივ განვითარებას. განათლების მხარდაჭერა ჩვენთვის ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტად რჩება.“ - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)